Meta-ს მასობრივი შეფერხება, რომელმაც Facebook-ის, Instagram-ისა და Messenger-ის 2-საათიანი გათიშვა გამოიწვა, კომპანიას 100 მილიონი დოლარი დაუჯდა. სწორედ ამდენი დაკარგა მარკ ცუკერბერგმა პლატფორმის უეცარი გათიშვის გამო.
როგორც კომპანია Wedbush Securities-ის მმართველი დირექტორი, დენ აივეზი აცხადებს, დიდი ალბათობით Meta ოფიციალურად არ გაამხელს ზუსტი თანხის ოდენობას, არგუმენტად კი მას ის ფაქტი მოაქვს, რომ ეს თანხა კომპანიისთვის სერიოზულ ზარალს არ წარმოადგენს, რომლის ფინანსური მდგომარეობა 2023 წლის მონაცემებით 134 მლრდ დოლარს შეადგენდა.
სოციალური ქსელის 2-საათიანი გათიშვა კომპანიამ ტექნიკურ პრობლემებს დაუკავშირა.
ESET-ის ტექნიკურმა ექსპერტმა და უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ მურმა განაცხადა, რომ კიბერ-შეტევა ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა გამორიცხული არ არის. მისი თქმით, შეფერხება უფრო შიდა ქსელში წარმოქმნილი პრობლემაა.
Meta-ს მასობრივი შეფერხების შედეგად Meta-ს სააქციო ფასი 1.5%-ით შემცირდა.