დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში IT სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაოთხმაგდა

0
გაზიარება

2023 წელს, IT სექტორის მთლიანი შემოსავალი საქართველოში 1.94 მილიარდი ლარი იყო, საიდანაც 1.77 მილიარდი მხოლოდ IT სერვისების ექსპორტიდან იქნა მიღებული- ინფორმაცია ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარისშია აღნიშნული

2023 წელს, IT სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა გაოთხმაგდა, ხოლო საშუალო ხელფასები კი 2021 წელთან შედარებით, გაორმაგდა. 2023 წლის მონაცემების თანახმად, IT კომპანიებში სულ 14 164 ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა საშუალო ხელფასიც 7 192 ლარი გახლდათ.

ანგარიშის თანახმად, ამგვარი სწრაფი ზრდა განპირობებულია საქართველოშ კომპანიათა რელოკაციამ და საგადასახადო შეღავათებმა. დასაქმების ტენდენციის წინა პლანზე წამოწევა და ხელფასების ზრდა განსაკუთრებით 2022 წლიდან დაჩქარდა, როდესაც საქართველოში კომპანიების რელოკაცია მოხდა.

კვლევის თანახმად, მოხმარების ზრდას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ შრომითი დანახარჯები სექტორის შემოსავლების 60%-ს შეადგენს. აქედან გამომდინარე, IT ექსპორტიდან მიღებული შემოსაავლები უმეტესად დასაქმებულებზე ნაწილდება.

თითქმის, 2-მილიარდიანი შემოსავალი 2021 წლის მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატება, რაც თავისთავად დადებითი შედეგია.

IT სერვისების ექსპორტის 26.3% ამერიკის შეერთებულ შტატებში ხორციელდება, 15.3% დიდ ბრიტანეთზე მოდის, ხოლო 10.6% მალტაზე.

Galt&Taaggart-ის თანახმად, IT კომპანიების წილმა, უცხოური კაპიტალით 2023 წელს 60% შეადგინა და შესაბამისად, ბაზრის ლიდერთა უმეტესი ნაწილი უცხოური კომპანიაა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!