2024 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში წარმოებული კარტოფილის ექსპორტი დაახლოებით 87%-ით გაიზარდა.
საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის იანვარში ექსპორტზე 140 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 446 ტონა კარტოფილი გავიდა.
კარტოფილის საექსპორტო ფასი მიმდინარე წელის იანვარში თითქმის 61%-ით გაიზარდა. მაგალითად, 2024 წლის იანვარში თუ 1 კგ კარტოფილის საექსპორტო ფასი თუ 0,31 დოლარს შეადგენდა, გასული წლის იმავე პერიოდში ფასი დაახლოებით 0,12 დოლარი იყო. 2024 წლის იანავრში კარტოფილი მხოლოდ აზერბაიჯანში გავიტანეთ ექსპორტზე.
2024 წლის იანვარში იმპორტი შემცირდა. ამ პერიოდში ქვეყანაში შემოვიდა 1,410 მლნ დოლარის 5 197 ტონა კარტოფილი, ხოლო 2023 წლის იანვარში 122 ათასი დოლარის 463 ტონა.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კარტოფილის იმპორტი 91%-ით შემცირდა, საექსპორტო ფასი კი თითქმის იგივე დარჩა (2024 წლის იანვარში – 0,27 დოლარი, 2023 წლის იანვარში – 0,26 დოლარი).