საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რიგით მესამე კრიპტობირჟა -„ბიტანიკაზე“ დაარეგისტრირა, რომელმაც VASP-ის (ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი) რეგისტრაცია 5 მარტს გაიარა.
2023 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა „ნიუ დიჯითალ თექნოლოჯიზ“, ხოლო 2024 წლის თებერვალში – „დიჯიტალ ლეჯერ ტექნოლოჯის“.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „ნიუ დიჯითალ თექნოლოჯიზ“-ის 100%-ან წილს სააქციო საზოგადოება “იმანი ჯორჯია ფლობს”, დირექტორია ალექსი ბასიაშვილი.
რაც შეეხება „ბიტანიკას“ , სამეწარმეო რეესტრში არ იძებნება, ხოლო ეროვნული ბანკის მონაცემებით, დირექტორია ვახტანგ ჭითავა.
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი არის პირი, რომელიც ახორციელებს სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურებას. ვირტუალური აქტივის მომსახურებაში შემავალი საქმიანობებია:
- კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის
- ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში; • კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა;
- კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვა/ადმინისტრირება, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა;
- კონვერტირებადი ვირტუალური აქტივებისგან შემდგარი პორტფელის მართვა (გარდა კოლექტიური პორტფელის მართვისა);
- კონვერტირებადი ვირტუალური აქტივების სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება;
- კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის სესხად გაცემა;
- კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება ან/და პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული მომსახურება.