ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციამ (American Association of Wine Economists-AAWE) ღირებულების თვალსაზრისით ღვინის მთავარი ექსპორტიროების 2022 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 96 ქვეყანას შორის მე-19 ადგილზეა.
AAWE-ის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოდან 252.55 მლნ დოლარის ღვინოა ექსპორტირებული, რითიც ქვეყანა სიაში მოხვედრილ ყველა მეზობელსა და პოსტსაბჭოთა ქვეყანას უსწრებს. კერძოდ, საქართველოს მოსდევს ლიეტუვა (მე-20) და ლატვია (21-ე), რომელთაგან პირველმა 215.64 მლნ დოლარის, მეორემ კი 167.91 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა ექსპორტზე. ამასთან, 24-ე ადგილზეა კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, მოლდოვა, რომლის ექსპორტმაც 126.68 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო ესტონეთი 25.63 მლნ დოლარის ექპორტით 38-ე ადგილზეა.
- საფრანგეთი – 12,935 მლრდ დოლარის
- იტალია – 8,289 მლრდ დოლარის
- ესპანეთი – 3,180 მლრდ დოლარის
- ჩილე – 1,911 მლრდ დოლარის
- აშშ – 1,464 მლრდ დოლარის
- ავსტრალია – 1,455 მლრდ დოლარის
- ახალი ზელანდია – 1,422 მლრდ დოლარის
- გერმანია – 1,119 მლრდ დოლარის
- პორტუგალია – 988.7 მლნ დოლარის
- არგენტინა – 813.7 მლნ დოლარის
მთლიანობაში ღვინის მსოფლიო ექსპორტმა 2022 წელს ღირებულების თვალსაზრისით 39,251.343 მლრდ დოლარი შეადგინა
AAWE არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც ეკონომიკურ კვლევებს ეწევა, ასევე, მეღვინეობის სფეროში იდეებს აანალიზებს და მათ გაცვლას უწყობს ხელს. ასოციაციის ძირითადი საქმიანობა მეღვინეობის შესახებ რეცენზირებული ეკონომიკური ჟურნალის გამოცემა და მეღვინეობასთან დაკავშირებული სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებაა.