სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყნიდან 6 260 ტონა (18,367 მლნ აშშ დოლარის) ადგილობრივი წარმოების პროდუქცია გავიდა, რაც გასულ წლებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გასულ წელს ექსპორტირებული 6 260 ტონა ადგილობრივი წარმოების დაფნისა და სუნელების 52,6% ჩინეთზე მოდიოდა.
ტოპ-10 ქვეყნა, სადაც გასულ წელს პროდუქცია ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა:
- ჩინეთი – 3 291 ტონა (9,892 მლნ აშშ დოლარი)
- რუსეთი – 1 752 ტონა (5,577 მლნ აშშ დოლარი)
- უკრაინა – 427.6 ტონა (1,062 მლნ აშშ დოლარი)
- თურქეთი – 220 ტონა (664.4 ათასი აშშ დოლარი)
- უზბეკეთი – 219.2 ტონა (179 ათასი აშშ დოლარი)
- ყაზახეთი – 100.3 ტონა (168.5 ათასი აშშ დოლარი)
- აშშ – 49 ტონა (281.3 ათასი აშშ დოლარი)
- მოლდოვა – 41 ტონა (120.6 ათასი აშშ დოლარი)
- თურქმენეთი – 32 ტონა (37.2 ათასი აშშ დოლარი)
- ყირგიზეთი – 20 ტონა (33.7 ათასი აშშ დოლარი)
2022 წელს სუნელების ექსპორტმა 5 081 ტონა (11,919 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, 2021 წელს – 4 811 ტონა (10,842 მლნ აშშ დოლარი), 2020 წელს – 4 927 ტონა (10,790 მლნ აშშ დოლარი), 2019 წელს – 5 230 ტონა (10,445 მლნ აშშ დოლარი) და ა.შ.