2023 წელს საქართველოში შრომითი ბაზრის ეფექტურობა გაიზარდა, უმუშევრობა კი შემცირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის მეოთხე კვარტალში, 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, სამუშაო ძალა 4.3%-ით გაიზარდა – ინფორმაცია პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) ანგარისშია აღნიშნული
2023 წლის პირველ 9 თვეში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში ბიზნეს სექტორებში დასაქმებულთა რაოდენობა 6.2%-ით, ანუ 40 ათასი ადამიანით გაიზარდა და ჯამში დაახლოებით 700 ათასი ადამიანი შეადგინა.
„იმავე პერიოდში შესამჩნევია დაბალი ხელფასის დიაპაზონში (600 ლარამდე) ადამიანთა რაოდენობის კლების ტენდენცია, ხოლო უფრო მაღალი ხელფასის დიაპაზონში (2400 ლარი და მეტი) ზრდის ტენდენცია. 2015 წლის პირველ კვარტალში საბაზოსთან შედარებით, 2023 წლის მესამე კვარტალში ნომინალური ხელფასები 116.8%-ით გაიზარდა. თუმცა, ინფლაციის კორექტირებით რეალური ხელფასის ზრდა 38.5% იყო“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ვაკანსიების რაოდენობა იზრდება, მაგრამ 2023 წლის ზრდა (+8.5%) მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022 წლის წლის მონაცემებს (+36.6%).