დღის სიახლეებისიახლეები

ქართული პროდუქციის ექსპორტი ეგვიპტეში 42 307%-ით გაიზარდა

0
გაზიარება

ეგვიპტე უმსხვილესი ქვეყნების რეიტინგში მე-10 ადგილზეა, სადაც 2024 წლის იანვარ-თებერვალში დიდი რაოდენობით ქართული წარმოების პროდუქცი გავიდა, მისი წილი ადგილობრივ ექსპორტში 2.3% იყო.

2024 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ეგვიპტეში განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტი 42 307%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ეგვიპტეში 8,695 მლნ დოლარის ღირებულების ქართული წარმოების პროდუქცია გავიდა, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 20 500 დოლარი.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ეგვიპტეში 5 ქართული წარმოების პროდუქცია გავიდა :

  • ფეროშენადნობები – 8,597 მლნ დოლარი
  • ფანერა და პანელები – 77 080 დოლარი
  • მოწყობილობები საფეიქრო ნართის გასარეცხად/გასაშრობად 5 420 დოლარი
  • ვიწრო ქსოვილები – 3 590 დოლარი
  • საბეჭდი მოწყობილობა – 3 400 დოლარი
  • გადასაყვანი სურათები – 2 850 დოლარი

მსგავსი სიახლეები

McDonald’s რესტორნებში კლიენტების დასაბრუნებლად მენიუს აიაფებს

CBS News მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული McDonald's მენიუში 5-დოლარიანი კომბოს დამატებას გეგმავს, რომ ვიზიტორთა გადინება შეამციროს და კლიენტები რესტორნებში დააბრუნოს. წყაროს ცნობით, McDonald's-ის…

იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. სტატისტიკის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ…

საქართველოს ბენზინი 5%-ით გაუძვირდა – საცალო ქსელში ერთი ლიტრი ბენზინის ფასმა 6-დან 20 თეთრამდე მოიმატა

საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში საწვავის ღირებულება გაიზარდა. საცალო ქსელში ერთი ლიტრი ბენზინის ფასმა 6-დან 20 თეთრამდე მოიმატა. ღირებულება არ შეცვლილა დიზელზე ან თუ შეიცვალა, აქ ზრდა მინიმალური იყო. ფასის ზრდის…

ევროკავშირიდან იმპორტი გაიზარდა, ხოლო ექსპორტი შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მარტში, საქართველოში ევროკავშირიდან 915,508 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 845,858 მლნ აშშ დოლარის. ექსპორტი- 2024 წელს…

2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს, როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორის ვალი 24 172 488 600 დოლარს შეადგენს

მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნების კვალდაკვალ, საგარეო ვალდებულებები ეზრდება საქართველოსაც, სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს, როგორც სამთავრობო, ასევე კერძო…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!