დღის სიახლეებისიახლეები

2030 წლისთვის ავტომობილების გლობალურ ბაზარზე ელექტრომობილების რაოდენობა 39 მილიონ ერთეულს გადააჭარბებს

0
გაზიარება

2030 წლისთვის ავტომობილების გლობალურ ბაზარზე ელექტრომობილების წილი 50%  გადააჭარბებს-ინფორმაციას ამის შესახებ McKinsey & Co-ისა და ახალ ანალიტიკურ ცენტრ China EV100-ის კვლევაშია აღნიშნული, რომლის სახელწოდებაც არის, „რბოლა 2030 წლისკენ: ელექტრომობილების გლობალური ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივები.“

ანგარიშის თანახმად, გასული ათწლეულის განმავლობაში გლობალურ NEV-ინდუსტრიაში უპრეცედენტო ცვლილებები მოხდა, რომელიც, განსაკუთრებით, ბაზრის ლანდშაფტს, მომხმარებელთა პრეფერენციებს, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსა და მიწოდების ჯაჭვის სისტემებს მოიცავს. იმის მიუხედავად, რომ ახალ ენერგიაზე მომუშავე მანქანების გლობალური შეღწევა სწრაფად იზრდება, NEV-ის განვითარებაში რეგიონული განსხვავებები სულ უფრო აშკარა ხდება.

ჩინეთში ამ მხრივ 70%-იან მაჩვენებელს მოელიან, ხოლო ადგილობრივი ავტომწარმოებლები, სავარაუდოდ, მსოფლიოს უმსხვილესი გამყიდველების ათეულში შევლენ

NEV-ის შეღწევადობის მაჩვენებელი 2030 წლისთვის, თითქმის, 50%-ს მიაღწევს, მაშინ, როცა 2023 წელს, დაახლოებით, 20%-ს შეადგენდა. გასულ წელს ახალ ენერგიაზე მომუშავე, დაახლოებით, 13 მილიონი ავტომობილი გაიყიდა.

ევროკავშირში 2030 წლისთვის NEV-ის შეღწევადობის დონე, დაახლოებით, 65%-ით, სამხრეთ კორეაში 55%-ზე მეტით, ხოლო აშშ-ში 50%-ით არის პროგნოზირებული. ამასთან, NEV-ის შეღწევადობის დონე იაპონიაში 27%, ინდოეთში 10%, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში 30%, ხოლო ლათინურ ამერიკაში 14% იქნება.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!