დღის სიახლეებისიახლეები

დაბადების მაჩვენებელი მხოლოდ თბილისში, აჭარაში და ქვემო ქართლში აღემატება გარდაცვალებას

0
გაზიარება

დაბადების მაჩვენებელმა გარდაცვალებას მხოლოდ 3 რეგიონში – თბილისში, აჭარაში და ქვემო ქართლში გადააჭარბა, სხვა ყველა რეგიონში სხვაობა უარყოფითია- პაატა შავიშვილი, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

„სხვაობა დაბადებისა და გარდაცვალების მაჩვენებლებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია მოსახლეობის ზრდის მიმართულებით. სხვაობა დაბადებასა და გარდაცვალებას შორის არის უარყოფითი, 6 900 ერთეულია, რაც პირდაპირ აისახა რეგიონულ ჭრილში მოსახლეობის შემცირებაზე. ბუნებრივ მატებას რეგიონულ ჭრილში რომ შევხედოთ, მხოლოდ 3 რეგიონია გამოყოფილი, დადებითი არის მხოლოდ ქალაქ თბილისში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქვემო ქართლის რეგიონში. შესაბამისად, დაბადებამ გარდაცვალებას მხოლოდ 3 რეგიონში გადააჭარბა.

პიკური პერიოდი იყო 2014 წელი, რა დროსაც 60 000 ბავშვი დაიბადა ეს იყო ბოლო პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ამ წლის შემდეგ, დინამიკას თუ შევხედავთ, დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა მცირდება. წინა წელთან შედარებით, უკვე 7-8%-ით შემცირებაც კი გვაქვს“,- განაცხადა პაატა შავიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!