Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, სომხეთის 8.7% იყო, ხოლო აზერბაიჯანის 1.1%. საშუალო წლიური ინფლაცია საქართველოში 2.5%, სომხეთში 2%, ხოლო აზერბაიჯანში 8.8% შეადგინა.
კავკასიაში ყველაზე დიდი ზომის ეკონომიკა აზერბაიჯანს აქვს, თუმცა მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი საქართველოშია.
კვლევის თანახმად, აზერბაიჯანის ეკონომიკის ზომა 72.4 მლრდ დოლარია, საქართველოს – 30.5 მლრდ დოლარი, სომხეთის კი 24.2 მლრდ დოლარი. მშპ ერთ სულ მოსახლეზე რეგიონის ქვეყნებში ასე გადანაწილდა: საქართველო 8 170 დოლარი, სომხეთი 8 168 ლარი, აზერბაიჯანი 7 126 დოლარი.