საქართველოში კიტრის იმპორტი 17%-ით გაიზარდა-მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში კიტრის იმპორტმა 1,235 მლნ დოლარი (3,261 ტონა) შეადგინა, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში – 1,022 მლნ დოლარი (2,701 ტონა).
საქართველოში კიტრის იმპორტიორი ქვეყნები თურქეთი და ირანი არიან. საანგარიშო პერიოდში თურქეთიდან 1,145 მლნ დოლარი 3,022 ტონა კიტრი ვიყიდეთ, ხოლო ირანიდან – 90 ათასი დოლარის 239 ტონა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს თურქეთიდან და ირანიდან 1 კგ იმპორტირებული კიტრი დაახლოებით 0.38 დოლარი უჯდება, რაც 1.03 ლარის ეკვივალენტია.
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში პომიდვრის იმპორტი 18%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში 1,853 მლნ დოლარის 4,453 ტონა პომიდორი ვიყიდეთ, ხოლო გასული წლის პირველ ორ თვეში 1,515 მლნ დოლარის 3,610 ტონა. საქართველოში პომიდორი შემოვიდა შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთი 1,831 მლნ დოლარის 4,414 ტონა, აზერბაიჯანი 15 ათასი დოლარის 20 ტონა და ირანი 6 930 დოლარის 19 ტონა. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, საქართველოს თურქეთიდან 1 კგ პომიდვრის იმპორტი 0.42 დოლარი (დღეს მოქმედი კურსით 1.13 ლარი), აზერბაიჯანიდან 0.75 დოლარი (2.02 ლარი), ხოლო ირანიდან 0.36 დოლარი უჯდება (0.97 ლარი).