დღის სიახლეებისიახლეები

საქართველო ევრო 2024-ში მონაწილეობის შემთხვევაში უეფასგან 9.25 მლნ ევროს მიიღებს

0
გაზიარება

26 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი სა­ბერ­ძნეთს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­სას­ვლე­ლი პლეი-ოფის ფი­ნალ­ში უმას­პინ­ძლებს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის გუნდი დაამარცხა და ევრო-2024-ის საგზური მოიპოვა, უეფასგან 9.25 მლნ ევროს მიიღებს.

უეფა-ს ცნობით, ფეხბურთის 24 გუნდს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, 331 მილიონ ევროს გადაუხდის. თუმცა მათგან უეფა 2,4 მლრდ ევროს კომერციულ მოგებას ელის.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასული გუნდებიდან, ყველა იმ ნაკრების ეროვნული ფედერაციები, რომელიც პირველ ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაშს მოიგებს, უეფასგან მაქსიმუმ 28.25 მლნ ევროს მიიღებს.

კლუბები უეფასგან მიიღებენ დამატებით 240 მილიონ ევროს საკუთარი მოთამაშეების ეროვნულ ნაკრებებისთვის გამოთავისუფლების გამოც.

ევროპის ჩემპიონატი კი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალი კი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!