Bloomberg ყავის ეროვნული ასოციაციის პროგნოზზე დაყრდნობით ავრცელებს, შემდეგ ინფორმაციას: ყავა რობუსტას გლობალური მიწოდება, რომელიც ესპრესოსა და ხსნად სასმელებში გამოიყენება, სექტემბრისთვის 20%-ით შემცირდება და, დაახლოებით, 1,67 მლნ ტონას შეადგენს.
მიზეზი მთავარი ექსპორტიორის, ვიეტნამის მიერ პროდუქტის წარმოების შემცირებაა. ქვეყანა გვალვას ებრძვის. ნალექის რაოდენობა რეგიონში 10-წლიანი დიაპაზონის ქვედა ზღვარზეა.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ვიეტნამში ყავის წარმოებაზე, არის ადგილობრივი ფერმერების გადასვლა სხვა, უფრო მომგებიან კულტურებზე, როგორიც დურიანი, ავოკადო და ვნების ხილი, ანუ მარაკუიაა.
ამდენად, ვიეტნამში წლის ბოლოსთვის ასაღები მოსავალი მიწოდების პრობლემას ვერ შეამსუბუქებს, მითუმეტეს, მომდევნო სარწყავ ციკლში წყლის პოტენციურ დეფიციტს პროგნოზირებენ.