დღის სიახლეებისიახლეები

გურიაში პირველი ეროვნული პარკი იქმნება

0
გაზიარება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“, რომლის მიღების შედეგად ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 15 310 ჰა ფართობზე შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია, რომელსაც მიენიჭება გურიის ეროვნული პარკის სტატუსი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განმარტებით, კანონპროექტის შექმნის პროცესში გურიის ტერიტორიაზე ჩატარდა შესაბამისი კვლევები და მოხდა იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა დაცული ტერიტორიების – გურიის ეროვნული პარკის შექმნა.

ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ეს იქნება პირველი ეროვნული პარკი გურიის ტერიტორიაზე და სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ ტერიტორიის ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას. მისივე განცხადებით, დაცული ტერიტორიის შექმნა არ შეუშლის ხელს ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციული საქმიანობის განხორციელებას და ხელს შეუწყობს გურიის რეგიონის განვითარებას.

„მეათე მოწვევის პარლამენტში ჩვენ არაერთი დაცული ტერიტორიის შექმნის საკითხს დავუჭირეთ მხარი, რამაც საერთო ჯამში 13%-ით გაზარდა ამ ტერიტორიების საერთო ფართობი. ჩვენი ენდემური ბიომრავალფეროვნების დაცვის გარდა ეს ეხმარება რეგიონების განვითარებას და შეიტანს ეკონომიკაში მეტ წილს. რაც მთავარია, დაცული ტერიტორიების სიკეთე და სარგებელი კარგად გაიგო ჩვენმა მოსახლეობამ“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!