საქსტატის მონაცემებით, წელს 2 თვეში ქვეყნიდან 1 632 ტონა (1,416 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 117.3 (124.5 ათასი აშშ დოლარის).
სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს საქართველომ 1 კგ ბანანი საშუალოდ, დაახლოებით, 87 ცენტად გაყიდა, ყველაზე მეტი ბანანი აზერბაიჯანში გავიდა, რომელზეც მთლიანი ექსპორტის 32,4% მოდის.
ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც წელს 2 თვეში საქართველომ ბანანი გაიტანა:
- აზერბაიჯანი – 528.9 ტონა (421.6 ათასი აშშ დოლარი)
- ტაჯიკეთი – 476.01 ტონა (418.6 ათასი აშშ დოლარი)
- თურქმენეთი – 383.4 ტონა (329.9 ათასი აშშ დოლარი)
- უზბეკეთი – 116.4 ტონა (117 ათასი აშშ დოლარი)
- სომხეთი – 85.7 ტონა (79.2 ათასი აშშ დოლარი)
- რუსეთი – 42.1 ტონა (49.9 ათასი აშშ დოლარი)
ბანანის იმპორტის ზრდამ 85% შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, წელს საქართველომ 8,987 ტონა (7,623 მლნ აშშ დოლარის) ბანანი შეიძინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 4,863 ტონა (4,234 მლნ აშშ დოლარი).
მონაცემების მიხედვით, წელს საქართველომ 1 კგ ბანანი, საშუალოდ, დაახლოებით, 84 ცენტად გაყიდა.
წელს, ორ თვეში იმპორტირებული ბანანის 99,9% ეკვადორზე მოდის. აღნიშნული ქვეყნისგან საქართველომ 8,986 ტონა (7,621 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა.