დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში ბიზნესის 67% კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდის

0
გაზიარება

2024 წლის პირველ კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად სახელდება – გამოკითხული ბიზნესის 67% სწორედ კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს – ინფორმაცია ამის შესახებ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინდექსის კვლევაშია აღნიშნული

კვლევის მიხედვით, მიმდინარე კვარტალში სამუშაო ძალის დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემა გამწვავდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით, 15 და 7 პროცენტული პუნქტებით შემსუბუქდა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობისა და მოთხოვნის სიმცირის პრობლემები.

სექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავედ მშენებლობის და მრეწველობის სექტორებში დაფიქსირდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით, იგივე პრობლემა ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებში შემსუბუქდა.

კვლევის თანახმად, სამუშაო ძალის ნაკლებობა, როგორც ბიზნესსაქმიანობის ხელის შემშლელი ფაქტორი 37 და 24 პროცენტული პუნქტებით გამწვავდა ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებში, ხოლო მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში შემსუბუქდა.

ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების არსებობაზე 2024 წლის პირველ კვარტალში, გამოკითხული ბიზნესის 58% საუბრობს, რაც 6 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა კვარტლის მონაცემებს.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!