EastFruit-ის ანალიტიკოსთა ინფორმაციით, 2024 წლის მარტში საქართველოს ბაზარზე მაროკოდან ჰასის ჯიშის ავოკადოს პირდაპირი საბითუმო მიწოდება განხორციელდა. აღნიშნული პროდუქტის რეალიზაცია ერთ-ერთ სუპერმარკეტში ხდება და ერთი კილოგრამი 4,8 დოლარი ღირს.
ეს ფაქტი ნამდვილ გარღვევად შეფასდა, რადგან ქვეყანაში არსებული თურქული ავოკადოს ფასი 6,5-დან 7 დოლარამდე მერყეობს. მაროკოს პროდუქტი პრემიუმ ჰასის ჯიშის მწიფე ავოკადოა, თურქული კი – მწვანე.
2024 წლის სტატისტიკის მიხედვით, წელს ორ თვეში (მარტის მონაცემები მოგვიანებით გამოქვეყნდება) ქვეყანაში შემოვიდა 622.86 ათასი დოლარის ღირებულების 355.62 ტონა ავოკადო, საშუალო ფასი კილოგრამზე 1.85 დოლარად.
ამ ფონზე ადგილობრივმა კომპანიებმა მისი საქართველოში მოყვანაც კი სცადეს, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან სითბოს მოყვარული კულტურისთვის ზამთარი საქართველოში ზედმეტად ცივია.