საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოში, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაცია 0.01% იყო.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4%-ს შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური მაჩვენებელი 2.3%-ით განისაზღვრა.
მარტში ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.8%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე 1.3%-ით და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 0.8%-ით.
სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე ფასები გაზრდილია 1.4%-ით, რაც თვის ინდექსზე 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა დაზღვევაზე (3.9 პროცენტი), პირად ნივთებზე, სხვა კატეგორიებში ჩაურთველზე (3.9 პროცენტი) და პირად ჰიგიენაზე (1.0 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.5%-ით, რაც -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (-2.4 პროცენტი) ქვეჯგუფზე.