დღის სიახლეებისიახლეები

ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი შეიცვალა

0
გაზიარება

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი შეიცვალა. ახლანდელი მონაცემების მიხედვით, ათეულში გადაინაცვლეს ირაკლი აზაროვმა, რომლის ღირებულება 3 მლნ ევროა, ასევე, 21 წლამდელთა ასაკში გაბრიელ სიგუამ – 2,5 მლნ ევროთი.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უცხოურ მედიასა და სრულიად საფეხბურთო სამყაროში სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევენ. შესაბამისად, მზარდია მათი თვითღირებულებაც. Transfermarkt-ის მიხედვით, ქართველებს შორის, ხვიჩა კვარაცხელია 80 მლნ ევროთი ლიდერია, მას მოსდევს გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე.

 ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების განახლებულ ათეულს:

  • ხვიჩა კვარაცხელია – 80 მლნ ევრო
  • გიორგი მამარდაშვილი – 35 ევრო
  • გიორგი მიქაუტაძე – 9 მლნ ევრო
  • ირაკლი აზაროვი – 3,5 მლნ ევრო
  • ოთარ კიტეიშვილი – 3 მლნ ევრო
  • საბა საზანოვი – 3 მლნ ევრო
  • გიორგი ჩაკვეტაძე – 2,5 მლნ ევრო
  • ზურიკო დავითაშვილი -2,5 მლნ ევრო
  • გიორგი გოჩოლეიშვილი – 2,5 მლნ ევრო
  • გაბრიელ სიგუა -2,5 მლნ ევრო

ცნობისთვის, ისტორიაში პირველად, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

„ევრო 2024“ გერმანიაში, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალი კი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება.

მსგავსი სიახლეები

2024 წლის შემოდგომაზე, გორში „ვაშლის ფესტივალი“ გაიმართება

„2024 წლის შემოდგომაზე გორში „ვაშლის ფესტივალი“ გაიმართება“, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა BMGDRIVE-ში „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ განაცხადა. „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით,…

16 მაისის ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6866 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0457 ლარით გაუფასურდა. ევრო - 2.9577 ლარი აშშ დოლარი -…

ევროპულმა საბჭომ მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის ახალი პაქტი დაამტკიცა

ევროპულმა საბჭომ მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის ახალი პაქტი დაამტკიცა, რომელსაც ბრიუსელი ევროპის საიმიგრაციო სისტემის „ნიშანდობლივ რეფორმად“ მიიჩნევს. „თავშესაფრის მინიჭებისა და მიგრაციის პაქტი უფრო სამართლიან…

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი იკლებს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, შემცირდა როგორც "საქართველოს ბანკის" და „თიბისის“ აქციების ღირებულება, ასევე "საქართველოს კაპიტალის”. თბილისის…

საწვავი 10-15 თეთრით გაიაფდება – „სენტა ოილი“

საწვავი 10-15 თეთრით გაიაფდება- „სენტა ოილის“ დამფუძნებელი, ზაალ იაკობიძე იაკობიძის თქმით, ბოლო 2 კვირაა მსოფლიო ბაზარზე „პლატსის“ მიხედვით, ფასი მცირდება, რაც ადგილობრივ საბითუმო ბაზარზე უკვე აისახა, საცალო გაყიდვებში კი…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!