აზიის განვითარების ბანკის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა ბერდება, რაც უმეტესად განპირობებულია დაბალი შობადობით, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაუმჯობესებისა და შრომისუნარიანი ასაკის ადამიანების ემიგრაციის გამო.
„სახელმწიფოს შეუძლია, გაზარდოს დასაქმებულთა შრომის ნაყოფიერება უნარ-ჩვევების განვითარებისა და ტექნოლოგიების გამოყენების ზრდით.
მუშახელის სტაბილური დეფიციტის მიუხედავად, დიდი განსხვავება რჩება მამაკაცებისა და ქალების სამუშაო ძალაში მონაწილეობის მაჩვენებლებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პოლიტიკის დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა ჩართვას სამუშაო ძალაში“, – აღნიშნულია ADB-ის კვლევაში.