საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა- ერთ დღეში საქონლის ღირებულება 1%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 89 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 85 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთკვირიან პერიოდში ნავთობის ბირჟაზე საშუალოდ 1.5%-ითაა გაიაფებული.
დასავლური ნავთობის მსგავსად, დაღმასვლის ტენდენცია შეინიშნება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც. ევროკავშირის მასშტაბით გაზის ფასი 0.5%-ითაა შემცირებული და ამჟამად მგვტ/საათი ენერგიის ღირებულება 30 ევროს შეადგენს. ერთ წელიწადში გაზი საშუალოდ 25%-ითაა გაიაფებული.