შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა, მათგან ორმა კი გამოცდა ჩააბარა და მართვის მოწმობა თავიდან აიღო.
მართვის უფლება ყველაზე მეტ მძღოლს თბილისში შეუჩერდა, მას მოსდევს ქვემო ქართლი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა და ა.შ.
სტატისტიკიდან ირკვევა, რომ 2023 წელს ქულები დააკლდა სულ 395 284 – მძღოლს, მათი უმრავლესობა, 124 103 – თბილისში მცხოვრებს, დარღვევების გამო ქულების დაკლებათა სტატისტიკით მეორე ადგილს ქვემო ქართლი იკავებს, 37 769 მძღოლით, მას მოსდევს იმერეთი – 35 360 მძღოლით, სამეგრელო ზემო სვანეთი – 31 055 მძღოლით, კახეთი – 31 032 და ა.შ.