დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი ტიპის გადასახადს დააწესებს ტურისტებისთვის.
მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა და ძალაში ივლისამდე იქნება, ძირითადად სადღესასწაულო დღეებში.
იტალიამ ჯერ კიდევ 2022 წელს განაცხადა, რომ ტურისტებისთვის ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა ტურისტულად დატვირთული ცენტრების განტვირთვას.