2014 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 21 აპრილამდე, განახორციელდა ჯამში 3,920,306,225 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, – ფინანსთა სამინისტრო
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა სამ ეტაპად განხორციელდა
I ეტაპი – 2014 წლის საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, 2005 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილმა და გადაუხდელმა ჩამოწერილმა დავალიანებამ 1,104,279,890 ლარი შეადგინა;
II ეტაპი – 2016 წლის საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, 2011 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილმა და გადაუხდელმა ჩამოწერილმა დავალიანებამ შეადგინა 1,692,744,568 ლარი;
III ეტაპი – 2018 წლის საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ჩამოიწერა 2013 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანება. ჯამურად რაოდენობამ შეადგინა 1,123,281,768 ლარი.