2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა- სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ზოგადად, ემიგრანტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით, 95.6%-ით არის გაზრდილი. 2022 წელს საქართველოდან 125 269 კაცი წავიდა ემიგრაციაში.
2023 წელს ემიგრანტების ძირითადი ნაწილი – 66.7% საქართველოს მოქალაქე იყო.
საქსტატის ცნობით, გასულ წელს ქვეყანიდან ემიგრაციაში 163 480 საქართველოს მოქალაქე წავიდა. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 100 802 კაცი იყო. შესაბამისად, წლიურად 62.2%-იანი ზრდა გვაქვს. 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრაციაში 62 678 კაცით მეტი საქართველოს მოქალაქე წავიდა.