„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” საქართველოში ბავშვთა სიღარიბისა და არასათანადო სოციალური დაცვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კვლების მიხედვით, საქართველოში ბავშვთა 16% აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს
კვლევის თანახმად, ასობით უსახლკარო ბავშვი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სოციალურ საცხოვრისში, ღირსების შემლახველ გარემოში ცხოვრობს.
„შემაშფოთებელია საქართველოში ბავშვთა სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები: სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის მარტის მონაცემებით, 254 627 ბავშვი (ბავშვების საერთო რაოდენობის 30.25 %) საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო სოციალურად დაუცველთა ბაზაში 351 518 ბავშვია რეგისტრირებული (ბავშვების საერთო რაოდენობის 40.8 %). საარსებო შემწეობის სისტემის ხარვეზიანობის გათვალისწინებით, დიდია ალბათობა იმისა, რომ ამ დახმარების მიღმა მხარდაჭერის საჭიროების მქონე არაერთი ბავშვი რჩება” – აღნიშნული კვლევაში.