დღის სიახლეებისიახლეები

ფოთში ახალი ნავმისადგომი აშენდება

0
გაზიარება

შპს „ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგური“ ფოთში ახალ ნავმისადგომს ააშენებს.

მთავრობის განკარგულებით, კომპანიას სიმბოლურ ფასად, 1-ლარად აღნაგობის უფლებით, 49 წლის ვადით გადაეცა ფოთში მდებარე 5 239 კვ/მ ზღვის ფსკერზე არსებული ტერიტორია. განკარგულების მიხედვით, კომპანიამ აღნიშნული 1 ლარი ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.

კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში მის საკუთრებაში არსებულ 6 უძრავ ქონებაზე უნდა განახორციელოს ჰიდროტექნიკური და ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა ან რეკონსტრუქცია, კონფიგურაციის ცვლილება და საჭიროების შემთხვევაში ექსპლუატაციაში მიღება. კომპანიამ აღნიშნულ პროექტში ინვესტიციის სახით არანაკლებ 5 მლნ აშშ დოლარი უნდა ჩადოს.

ხელშეკრულების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“ ყოველწლიურად უზრუნველყოფს გადაცემული უძრავი ქონების აღნაგობის საბაზრო ღირებულების გადახდას, აღნაგობის უფლების ვადა შესაძლოა, დამატებით 50 წელი გაგრძელდეს.

რაც შეეხება კომპანიას, შპს ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური სამეწარმეო რეესტრში 2015 წელს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი დავით ნადირაშვილია. კომპანიის წილების უდიდეს ნაწილს, 75%-ს შპს „პეის ჯორჯია“ ფლობს, ხოლო 25%-ს აშშ-ში დაფუძნებული კომპანია PACE INTERNATIONAL LLC.

თავის მხრივ შპს “პეის ჯორჯია“ რეგისტრირებულია 2000 წელს, მისი დირექტორი ირაკლი თათეიშვილია. რაც შეეხება წილებს, ასე გადანაწილდა:

  • ლაურა ლარიონი – 38%
  • ირაკლი თათეიშვილი – 10%
  • თამაზ კაპანაძე – 4%
  • ირაკლი კერვალიშვილი – 38%
  • თეიმურაზ კერვალიშვილი – 10%

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!