დღის სიახლეებისიახლეები

1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 226.8 ლარით გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა

0
გაზიარება

2024 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.2 პროცენტით ანუ 226.8 ლარით გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა- ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის 1-ელ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 540 ლარით, ხოლო კაცების – 2 343.2 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 164.3 ლარი (11.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 289.8 ლარი (14.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

აქმიანობის 5 დარგს საქართველოში, სადაც საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე დაბალია:

  • განათლება – 1 126 ლარი;
  • წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 1 236 ლარი;
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 1 318.8 ლარი;
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 1 394.6 ლარი;
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 1 519.6 ლარი.

 საქმიანობის 5 დარგს საქართველოში, სადაც საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მაღალია:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 519.4 ლარი;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 956.5 ლარი;
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 672.7 ლარი;
  • მშენებლობა – 2 624.6 ლარი;
  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 2 353.2 ლარი.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!