დღის სიახლეებისიახლეები

Signify მნიშვნელოვან ეტაპს აღნიშნავს: ახლახანს პლატფორმაზე მე-2 000 000-ე ციფრული დოკუმენტი გაიგზავნა

0
გაზიარება

Signify ელექტრონული ხელმოწერებისა და დოკუმენტბრუნვის პირველი ქართული პლატფორმაა, რომელიც 2021 წელს დაარსდა და დღეს 500-ზე მეტი კომპანია იყენებს, განურჩევლად ზომისა და ინდუსტრიისა. კლიენტი კომპანიების მიერ გაგზავნილ დოკუმენტებს Signify-ზე ჯამში 500 000-ზე მეტი უნიკალური ხელმომწერი ყავს.

“ჩვენი მისიაა საქართველოში დოკუმენტების ციფრულად გაფორმება იყოს ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენა, როგორც დღეს საქმიანი შეხვედრებისთვის ვიყენებთ zoom-ს ან google meets.

საწყის ეტაპზე ტრადიციული და კარგად დამკვიდრებული პრაქტიკების შეცვლა დიდ გამოწვევად გვესახებოდა. თუმცა დღევანდელი მიღწევა, 2 000 000-ი დოკუმენტი, ცხადად მეტყველებს იმაზე, რომ ციფრულმა დაკონტრაქტებამ ფეხი მოიკიდა და ამიერიდან კიდევ უფრო ასწრაფდება ეს ტემპი.” – ზვიად წოწკოლაური, Signify-ს თანადამფუძნებელი.

მე-2 000 000-ე დოკუმენტი Signify-ზე შაკო ჩანტლაძემ, კომპანია სითიქომის თანამშრომელმა გააგზავნა. Signify-მ შაკოსთან და კომპანია სითიქომთან ერთად აღნიშნა ეს მნიშნველოვანი მიღწევა და გარემოზე ზიანის შემცირებისთვის მადლობის ნიშნად სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

photo-1719987658.png

“კომპანიაში ხშირად ვითვლით ხოლმე გაგზავნილი დოკუმენტებიდან გამომდინარე, რამდენი ფურცელი დავზოგეთ. შემდეგ ვთარგმნით ფურცლების რაოდენობას გადარჩენილი ხეების ციფრებსა თუ სხვადასხვა მაჩვენებლებში. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანიამ დაზოგა 16,933,368 ფურცელი, ანუ 1,693 ხე, ანუ 1.6 ჰა ზომის პატარა ტყე. რომ დავუფიქრდეთ, ამ კეთილ საქმეში შეტანილი წვლილი პატარა სულაც არაა” – ნინო უნგიაძე, Signify-ს მარკეტინგის ლიდი.

Signify-ი ახლო მომავალში გლობალურ ბაზარზე გეგმავს გასვლას და ისეთი ბაზრების ათვისებას, სადაც დაკონტრაქტების ციფრული ფორმები სიახლე იქნება. ამრიგად, საქართველოში წარმატების მიღწევა და ამ გზაზე მიღებული გამოცდილება კომპანიას მნიშნველოვნად გაუმაგრებს ზურგს.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!