RSS კატეგორიადღის სიახლეებისიახლეები

ხელოვნურ თმა ბანანისგან -150 გრამი თმის ფასი 50 დოლარს შეადგენს

0
გაზიარება

უგანდელი მეწარმე, ჯულიეტ ტუმუსიი სააგენტოსთან USAID-თან მუშაობისას, ადგილობრივ ფერმაში ვიზიტის დროს მიხვდა, რომ ბანანის კულტივაციისას ბანანის ღეროების უზარმაზარი რაოდენობა უბრალოდ იყრება და დაიწყო ფიქრი, თუ როგორ გადაემუშავებინა ან გამოეყენებინა ეს ნარჩენები.

42 წლის ტუმუსიმ გამოსავალი თითქმის ათი წლის შემდეგ იპოვა – დღეს ის სტარტაპ Cheveux Organique-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელია, რომელიც ბანანის ბოჭკოებისგან დამზადებულ სინთეტიკურ თმას აწარმოებს.

მოდის ტენდენციებმა და მზარდმა მსყიდველუნარიანობამ გააძლიერა თმის დაგრძელებისა და პარიკების ბაზარი აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. კვლევის მიხედვით, 2028 წლისთვის ბაზრის ღირებულება 710 მილიონი დოლარი იქნება.

როგორც წესი პარიკები, მზადდება ადამიანის თმისგან, ან სინთეზური მასალებისგან, როგორიცაა: ნეილონი, პოლიესტერი, აკრილი და PVC. სინთეტიკა პოპულარულია უგანდაში, რადგან ის გაცილებით იაფია, მაგრამ არ არის ბიოდეგრადირებადი. ზოგიერთი ადამიანი ჩივის, რომ სინთეზურმა თმამ შეიძლება გააღიზიანოს მათი სკალპი. ხოლო, ნიგერიაში სინთეტიკური თმის შესწავლამ დაადგინა პოტენციურად მავნე მძიმე მეტალების და ქიმიკატების არსებობა.

“ჩვენი მისიაა სილამაზის ინდუსტრიის გარდაქმნა ალტერნატივების მიწოდებით, რომლებიც სარგებელს მოუტანს მათ ჯანმრთელობას და გარემოს. ჩვენ გვინდა მივცეთ ქალებს უფლება, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ რა თმას იყენებენ და რა არის მათთვის საუკეთესო. სინთეზური თმისგან განსხვავებით, მათი პროდუქტი ბიოდეგრადირებადია, გამძლეა და ადვილად შეიძლება მისი სტილისტურად დამუშავება, შეღებვა. პარიკი ასევე შეიძლება ჩამოიბანოთ თბილი წყლით. ჰიპოალერგიული თმა უძლებს გაცხელებას 400 გრადუსამდე, რაც სინთეზურ ალტერნატივებზე მეტია. იმის გამო, რომ იგი მზადდება გადაგდებული ბანანის ღეროებისგან, ეს ასევე არის ამ ნარჩენების შეკავების საშუალება“, – აცხადებს სტარტაპის თანადამფუძნებელი.

უგანდა არის აფრიკის ბანანის უდიდესი მწარმოებელი და მომხმარებელი, ქვეყანა დღეში დაახლოებით 10 მილიონ ტონა ბანანს აწარმოებს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, უგანდელები მოიხმარენ თითქმის ერთ კილოგრამ ხილს თითო ადამიანზე, დღეში, მოსახლეობის 75% -ზე მეტი ეყრდნობა ბანანს, როგორც ძირითად საკვებს.

Cheveux Organique მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ბანანის ფერმერებთან, ყიდულობს ღეროებს, რომლებიც სხვა დროს გადაგდებული იქნებოდა. ღეროებს ყოფენ და ბოჭკოებს მანქანით იღებენ. ამოღებული ბოჭკოებს აშრობენ და ამუშავებენ მანამ, სანამ არ დაივარცხნება.

“თმა” შეღებილია სამ ფერად: Cheveux Black, Cheveux Brown და Cheveux Blonde. როგორც თუმუსი ამბობს, თმას აქვს ბუნებრივი ბზინვარება.

მათ მიერ წარმოებული 150 გრამი თმის ფასი 50 დოლარს შეადგენს. რაც, მათი თქმით უფრო იაფია, ვიდრე ჩვეულებრივი თმა, რომლის ფასი 150 გრამზე 185 დოლარია. სინთეზური თმის ერთი შეკვრის ყიდვა 1 დოლარად არის შესაძლებელი.

სტარტაპში, ამჟამად დასაქმებულია 25 მუდმივი თანამშრომელი და 100 ნახევარ განაკვეთზე მომუშავე.

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო სემინარი “კეთილდღეობა სკოლებში” – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა eTwinning -ის ფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო სემინარი "კეთილდღეობა სკოლებში". სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და ევროპის 14…

ქართული მართვის მოწმობით საბერძნეთში გადადგილება შესაძლებელი ხდება

ქართული მართვის მოწმობით გადადგილება საბერძნეთშიც შესაძლებელი ხდება. შესაბამის, „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გაცვლის შესახებ“ შეთანხმებას, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელი უკვე მოეწერა.…

აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტად კიტრი და კივი გაძვირდა, ხოლო მწვანილი და კომბოსტო გაიაფდა

eastfruit-ი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივლისთან შედარებით აგვისტოში სამომხმარებლო ფასებმა 0.1%-ით დაიკლო. გამოცემის ცნობით, ფასების ზრდა ცალკეულ პროდუქტებზე სეზონურობით არის ახსნილი. აგვისტოში საქართველოში…

აფრიკაში ბანანის ღვინის წარმოება დაიწყეს – BBC

აღმოსავლეთ აფრიკის რესპუბლიკა მალავიში ღვინის კოოპერატივ Twitule-მ ბანანის ღვინის წარმოება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. Twitule ღვინის დასაყენებლად გადამწიფებულ ბანანს იყენებს, რაც, ფერმერების განცხადებით,…

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 000 ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფრომაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37%-იანი ზრდა შეადგინა.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!