საქართველოში დაბალანაზღაურებად სექტორებში (განათლება; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება) თითქმის 5-ჯერ მეტი ქალია დასაქმებული, ვიდრე კაცი. ინფორმაციას “აისეტის” კვლევითი ინსტიტუტი აქვეყნებს.
საქსტატი ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაბალანაზღაურებად სექტორებში 185 400 ქალი და 39 ათასი კაცი იყო დასაქმებული. ქალების მაღალანაზღაურებად სექტორებში დასაქმება მათ ეკონომიკურ გაძლიერებას ნიშნავს, რაც ქვეყანაში მეტი დოვლათის დაგროვებას უწყობს ხელს.
საქართველოში დასაქმებისა თუ ხელფასების თვალსაზრისით, ქალებისა და კაცების მდგომარეობა განსხვავებულია და ამაზე ექსპერტები წლებია საუბრობენ. მათ შორის, საქსტატის მონაცემების თანახმად, საქართველოში 2024 წლის პირველ კვარტალში სხვადასხვა სექტორში დასაქმებული კაცების საშუალო თვიური ხელფასი 2 343.2 ლარია, ხოლო ქალების 1 540 ლარი. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში იზრდებოდა როგორც მამაკაცების, ასევე ქალების ხელფასი, თუმცა მათი გათანაბრება დღემდე ვერ განხორციელდა.