დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

ხელოვნური ინეტელექტი, ახალი შესაძლებლობა წარმატებული ბრენდის შესაქმენლად

0
გაზიარება

5 ივლისს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით „ბიზნეს სამიტი 2024“ გაიმართა, თემით: როგორ შევქმნათ წარმატებული ბრენდი?

სამიტი 4 პანელისგან შედგებოდა და თითოეულ პანელზე საინტერესო და მნიშვნელოვანი თემები იქნა განხილული.

Business summit 2024-ის მეორე პანელი სრულად დაეთმო 21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევას – ხელოვნურ ინტელექტს, როგორც ახალ შესაძლებლობას წარმატებული ბრენდის შესაქმენლად;

პანელი გაიხსნა საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია • Georgian AI Association-ის მიერ

მეორე პანელის სპიკერები იყვნენ:

👨‍💼 ირაკლი ბესელიძე – CEO, Calen AI
👨‍💼 მიხეილ ნადარეიშვილი – Chief Analytics Officer, საქართველოს ბანკი
👨‍💼 სანდრო ოქროპირიძე – STORI AI, CEO
👩‍💼 ნინი მოსიაშვილი – თანადამფუძნებელი / COO, Helio AI
👩‍💼 ანა თავიდაშვილი – პირველი ტექნოლოგიური სასტუმრო Episode Hotels

მიხეილ ნადარეიშვილი (BOG) – თემა: რაში იყენებს საქართველოს ბანკი მონაცემთა მეცნიერებას და ხელოვნურ ინტელექტს? რა შედეგი მოიტანა ამან ბანკისთვის პროცესების ოპტიმიზაციის და ხარჯების დაზოგვის მხრივ? და რა ამოცანების გადაწყვეტა შეუძლია ზოგადად მონაცემებზე დაფუძნებული ტექნოლოგიებს? საქართველოს კონტექსტში რა 3 ყველაზე აქტუალური ამოცანისთვის შეიძლება გამოიყენოს AI და მონაცემთა მეცნიერება ბიზნესმა?

ირაკლი ბესელიძე (Calen AI) – თემა:როგორ შეიძლება მომხმარებლებთან ურთიერთობაში, რომელიც მსოფლიოშიც ყველაზე AI-მოწყვლადი სფეროა, საქართველოში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება? როგორია შედეგები და მიმღეობა?

სანდრო ოქროპირიძე (Stori AI) – როგორ შეიძლება პატარა გუნდებმა ან კომპანიებმა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები/ხელსაწყოები გამოიყენონ ბრენდის განვითარებისთვის და გაყიდვების გაზრდისთვის? რამდენად რეალისტური და ხარისხიანი იქნება კონკრეტული პროდუქტები ან გადაწყვეტები, რომლის ინტეგრირებაც მარტივად შეიძლება მაგალითებით?

ნინი მოსიაშვილი (Helio.AI), თემა: როგორ შეცვალა ჰელიოს გამოჩენამ უკვე კომპანიებში რეკრუტინგი? როგორი იყო მიმღეობა და შედეგები რიცხვებში თუ გვაქვს?

ანა თავიდაშვილი (Episode Hotels) – თემა: როგორ შეცვალა ჰელიოს გამოჩენამ უკვე კომპანიებში რეკრუტინგი? როგორი იყო მიმღეობა და შედეგები რიცხვებში თუ გვაქვს?

SGBA-Business Summit 2024 წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს B2B მოლაპარაკებებისთვის. ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყო ბიზნესებისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა: სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი, HR რეკრუტინგი და კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები

 

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო სემინარი “კეთილდღეობა სკოლებში” – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა eTwinning -ის ფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო სემინარი "კეთილდღეობა სკოლებში". სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და ევროპის 14…

ქართული მართვის მოწმობით საბერძნეთში გადადგილება შესაძლებელი ხდება

ქართული მართვის მოწმობით გადადგილება საბერძნეთშიც შესაძლებელი ხდება. შესაბამის, „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გაცვლის შესახებ“ შეთანხმებას, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელი უკვე მოეწერა.…

აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტად კიტრი და კივი გაძვირდა, ხოლო მწვანილი და კომბოსტო გაიაფდა

eastfruit-ი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივლისთან შედარებით აგვისტოში სამომხმარებლო ფასებმა 0.1%-ით დაიკლო. გამოცემის ცნობით, ფასების ზრდა ცალკეულ პროდუქტებზე სეზონურობით არის ახსნილი. აგვისტოში საქართველოში…

აფრიკაში ბანანის ღვინის წარმოება დაიწყეს – BBC

აღმოსავლეთ აფრიკის რესპუბლიკა მალავიში ღვინის კოოპერატივ Twitule-მ ბანანის ღვინის წარმოება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. Twitule ღვინის დასაყენებლად გადამწიფებულ ბანანს იყენებს, რაც, ფერმერების განცხადებით,…

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 000 ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფრომაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37%-იანი ზრდა შეადგინა.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!