ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა, 8.72 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია, რაც დაახლოებით 24.5 მილიარდი ლარია. აქედან საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი 8.32 მილიარდ აშშ დოლარს ანუ 23.39 მილიარდ ლარს აჭარბებს.
საქართველოს უმსხვილესი კრედიტორი ქვეყნების 5-ეულია:
საფრანგეთი – 0.76 მილიარდი ევრო – 2.13 მილიარდი ლარი
გერმანია – 0.58 მილიარდი ევრო – 1.63 მილიარდი ლარი
იაპონია – 0.12 მილიარდი აშშ დოლარი – 0.33 მილიარდი ლარი
რუსეთი – 11.6 მილიონი აშშ დოლარი – 32.6 მილიონი ლარი
ავსტრია – 11.5 მილიონი აშშ დოლარი – 32.4 მილიონი ლარი
აღნიშნული ვალდებულებების გარდა, საქართველოს მთავობას კრედიტები აქვს აღბული ევროკავშირისგან და უცხოური ბანკებისგან, რომელთა საერთო მოცულობა, 6.31 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია და ევრობონდისგან აღებული კრედიტი – 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.
სახელმწიფო საგარეო ვალის ოდენობაში შედის ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან აღებული სესხი, რომელიც 374 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.