წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით 5 ივლისს გაიმართა: Business summit 2024, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დატვირთული იყო მნიშვნელოვანი/საინტერესო აქტივობებით.
აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ სამიტი მოიცავდა საოკუპაციო ზოლთან მდებარე ბიზნესების და მეწარმე ქალების მხარდასაჭერ პროექტს, რაც ითვალისწინებდა იმას, რომ მთელი დღის განმავლობაში საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა/გაყიდვა განხორციელდა.
პროექტის ერთ-ერთმა მონაწილე ანა ჯაჭვაძემ Business summit 2024 -ის მნიშვნელობაზე და მსგავსი ღონისძიებების საჭიროებაზე geobusinessnews.com-სთან ისაუბრა
“ძალიან კმაყოფილი ვარ და მადლიერი, რომ მომეცა საშუალება Business summit 2024 დასწრების, სგავსი ღონისძიებები უდაოდ მნიშვნელოვანია ქართული, როგორც დიდი კომპანიებისთვის, ასევე სტარტაპებისთვის, რადგან სამიტზე გამოცდილების გაზიარება და რეკომენდაციები მცირე მეწარმეებს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.
მე ორ რადიკალურად განსხვავებულ ბიზნესს წარმოვადგენ. პირველი ეს არის მოდა და დიზაინი, ჩემი ბრენდი “Anna J” აწარმოებს ხელით და დაზგაზე ნაქსოვ ტანსაცმელსა და აქსესუარებს. ქალის, მამაკაცისა და ბავშვის. ხოლო მეორე კომპანია არის სტარტაპი, “ზაფრანა” საკონდიტრო საწარმოა, რომელიც საცალო და კორპორატიულ შეკვეთებზე მუშაობს, როგორც კერძების, ასევე დესერტების მიმართულებით, კომპანიებს ვთავაზობთ სტაფის კვებას, კაფეტერიების უზრუნველყოფას და ასევე კორპორატიულ წვეულებებზე ფურშეტებს და სადღესასწაულო ტორტებს” – ანა ჯაჭვაძე, “Anna J” და “ზაფრანა” დამფუძნებელი