გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა. ამის შესახებ მონაცემები სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ახლახან განახლდა. ამ დროისთვის მამარდაშვილის ღირებულება 45 მლნ ევროს შეადგენს.
მანამდე, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის, გიორგი მამარდაშვილი მეხუთე პოზიციას, 35 მლნ ევროთი იკავებდა.
რეიტინგის მიხედვით, მეორე ადგილზეა დიოგო კოშტა (პორტუგალია, შვეიცარია) რომლის ღრებულებაც ასევე 45 მლნ ევროა, მესამე და მეოთხე პოზიციაზე არიან ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია) და გრეგორ კობელი (შვეიცარია), 40 მლნ ევროთი, ხოლო მეხუთეზე – მაიკ მენიო (საფრანგეთი) – 38 მლნ ევროთი.