დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

Rovi • როვი – თანამედროვე გუნდისგან შემდგარი, ტექნოლოგიების და გამოწვევების მოყვარული საბუღალტრო, საგადასახადო და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია

0
გაზიარება

Rovi • როვი –  თანამედროვე გუნდისგან შემდგარი, ტექნოლოგიების და გამოწვევების მოყვარული საბუღალტრო, საგადასახადო და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც არ უშინდება სიახლეებს და მუდმივად ცდილობს თანამედროვეობის გამოწვევებსა და შესაძლებლობებს აუწყოს ფეხი, შექმნას მომსახურების ისეთი პროდუქტები, რომელიც მის კლიენტებს მისცემს შესაძლებლობას ნაკლები დანახარჯებით, ბუნებასა და გარემო სამყაროზე ნაკლები ზიანის მიყენებით, ბიზნეს პროცესების გაციფრულებითა და სისტემატიზებულობით, მოკლე დროში მიაღწიონ დასახულ მიზნებს, გახდნენ კონკურენტუნარიანები და მიიღონ მაქსიმალური მოგება.

როვი ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს, სრულ საბუღალტრო, საგადასახადო და ფინანსურ მომსახურებას, ასევე, ბიზნეს საკონსულაციო და ბიზნეს ადმინისტრირებას, რაც თავის თავში ბევრ სხვა მომსახურებად მოიაზრებს.

კომპანია, Rovi • როვი-ს დამფუძნებელი – თორნიკე ეგიაზაროვი კომპანიის საქმიანობასა და მიზნებზე geobusinessnews.com-თან საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანიის მთავარ მიზანს, საერთაშორისო ეთიკის ნორმების, თანამედროვე გამოცდილების და პროფესიონალიზმის დანერგვა წარმოადგენს

როვის ისტორია იწყება 2022 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჩემი მრავალწლიანი გამოცდილების კვალდაკვალ დავინახე და გავაანალიზე, რომ ამ სფეროს სჭირდება თანამედროვე მიდგომები და აზროვნება, ციფრული სამყაროს შესაძლებობების მაქსიმალური გამოყენებით ეფექტური და ხარისხიანი მომსახურების შექმნა და შეთავაზება ყველა დაინტერესებული პირებისათვის, რაც არსებულ ბაზარზე თითქმის შეუძლებელია.

როვის შექმნის დღიდან ჩვენი მიზანი არის საერთაშორისო ეთიკის ნორმების, თანამედროვე გამოცდილების და პროფესიონალიზმის დანერგვა.

ჩვენი გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური, თანამედროვეახალგაზრდული გუნდისაგან, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს ვთავაზობთ პროცესების ოპტიმიზაციის თანამედროვე გამოცდილებას, მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე.“ –  განაცხადა თორნიკე ეგიაზაროვმა

როვი არის კომპანია, რომელიც სრულიად გაციფრულებულია, მათი ხედვა ითვალისწინებს, რომ საქმიანობის განხორციელებისას გამოყენებული იყოს თანამედროვე ტექნოლოგიები, მოხდეს სისტემატიზაცია და ავტომატიზაცია, გარდა ამისა, სფეროს მიუხედავად, შეძლეს, რომ 100%-ით შეემცირებინათ ქაღალდისა და სხვა ისეთი ნივთების მოხმარება, რომელიც გარემოზე უარყოფითად მოქმედებს, ეს ყველაფერი შეძლეს თანამედროვე კომპანიებთან თანამშრომლობით.

როვი დამკვეთებთან თანამშრომლობისას ახორიელებს თავისი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, რაც არ გამოიხატება მარტო სფეროს ცოდნის გაზიარებით, არამედ, ეხმარებიან მათ, ციფრული შესაძლებლობისა და ავტომატიზაციის პოტენციალის გააზრებაში, ამასთან, საუბრობენ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზეც.

ერთ-ერთი მთავარი კამპანია, „იყავი ეკომეგობრული“, რომლის ფარგლებში, როგორც თავად შეამცირეს გარემოზე მოქმედი ნივთების მოხმარება, ისე ეხმარებიან მათ კლიენტებს, რომ მინიმუმადე დაიყვანონ ქაღალდის მოხმარება, რის შედეგადაც შეძელეს და თანამშრომლობის შედეგად დაახლოებით 80%-მდე ქაღალდის და არასაჭირო სხვა ინვენტარი (ფაილების, ბაინდერებისა და სხვა მსგავსი) მოხმარება შეამცირეს.

აღსაღნიშნავია ისიც, რომ როვი, თანამედროვე და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბევრ გამორჩეულ კომპანიასთან თანამშრომლობს, რომელთაგან ერთ-ერთი არის კომპანია, რომელიც გამოირჩევა თავისი მიდგომებით გარემოს მიმართ, ისინი მაკულატურის/ქაღალდის მეორად გადამუშავებას და მისგან საჭირო პროდუქტის დამზადებას ახორციელებს, რაც ამცირებს ბუნებისთვის ზიანის მიყენებას.

როვი, სხვა კომპანიებისგან, თავისი თანამედროვე მიდგომებისა და მუდმივი განვითარებაზე ზრუნვის გარდა, გამოირჩევა თავისი კორპორატიული კულტურითა და სამუშაო მიდგომები, რაც გამოიხატება იმაში, რომ არ აქვს სტანდარტული სამუშაო სისტემა, არ აქვთ მოთხოვნა, რომ თანამშრომელმა უნდა იაროს ოფისში. მათი სამუშაო სტრუქტურა, სრულებით დისტანციურ რეჟიმზეა აწყობილი, რაც აძლევთ შესაძლებლობას დაასაქმონ რეგიონში მცხოვრები პირები და მათ მისცენ შესაძლებლობა, რეგიონის დატოვების გარეშე გაიღრმაონ ცოდნა და გამოცდილება, მიიღონ შემოსავალი და განავითარონ რეგიონი.

როვიმ 2024 წელს მიიღო საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა (CSRDG) და Meliora-ს მიერ ორგანიზებულ კონკურსში, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, სადაც წარდგენილები იყვნენ, როგორ “პასუხისმგებელი დამსაქმებლი”.

როვის თავისი მიდგომებით არის ყველა მისი კლიენტის ბიზნეს პარნიორი, ჩვენ ყველა კლიენტის საკითხს ვუდგებით ისე, როგორ ჩვენი საკუთარი კომპანია, სწორედ ამ მოტივით შეიქმნა ჩვენი დევიზი– „იცოდე შენი რიცხვები!“. მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნეს წამოწყებისას გაანალიზებული გქონდეს მისი ფაქტიური და მოსალოდნელი შედეგები, შეგეძლოს მისი განჭვრეტა, გაანალიზება და სწორი გადაწყვეტილების მიღება. როცა იცი შენი ბიზნესის რიცხვები, მარტივია მიიღო სწორი ფინანსური და სტრატეგიული გადაწყვეტილება, ხოლო როცა ჩვენ ვართ ბიზნესის გვერდით, კიდევ უფრო მარტივდება ამ ინფომრაიცების დროულობა და ეფექტურობა.

ამ მოკლე პერიოდში ვთვლით, რომ დიდი და სასარგებლო შედგები დავდეთ, თუმცა, ეს კიდევ არ ის რაც გვინდა, რომ იყოს, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, როგორც ჩვენი თანამშრომლების სწავლებაგადამზადებას, ასევე, ბიზნესის წარმომადგენლების განვითარებას, ჩვენი ცოდნის გაზიარებას, რითაც ვეხმარებით, რომ შესაძლებლობები სწორად და დროულად დაინახონ და გამოიყენონ, ამასთანავე, ვავითარებთ რეგიონულ წამოწყებებსა და მათ ეფექტურობას ვზრდით.

წინ დიდი გეგმები გვაქვს და ბევრ საინტერესო წამოწყებას შემოგთავაზებთ!“ – თორნიკე ეგიაზაროვი

როვი აქტიურად ერთვება სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევებსა და კონკურსებში, რათა უფრო მეტად სრულყოს თავისი კორპორატიული მიდგომები და შესაძლებლობები, სწორედ ამიტომ გახდა, წარმატებული ქართული ბიზნეს ასოციაციის პარტნიორიც!

 

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო სემინარი “კეთილდღეობა სკოლებში” – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა eTwinning -ის ფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო სემინარი "კეთილდღეობა სკოლებში". სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და ევროპის 14…

ქართული მართვის მოწმობით საბერძნეთში გადადგილება შესაძლებელი ხდება

ქართული მართვის მოწმობით გადადგილება საბერძნეთშიც შესაძლებელი ხდება. შესაბამის, „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გაცვლის შესახებ“ შეთანხმებას, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელი უკვე მოეწერა.…

აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტად კიტრი და კივი გაძვირდა, ხოლო მწვანილი და კომბოსტო გაიაფდა

eastfruit-ი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივლისთან შედარებით აგვისტოში სამომხმარებლო ფასებმა 0.1%-ით დაიკლო. გამოცემის ცნობით, ფასების ზრდა ცალკეულ პროდუქტებზე სეზონურობით არის ახსნილი. აგვისტოში საქართველოში…

აფრიკაში ბანანის ღვინის წარმოება დაიწყეს – BBC

აღმოსავლეთ აფრიკის რესპუბლიკა მალავიში ღვინის კოოპერატივ Twitule-მ ბანანის ღვინის წარმოება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. Twitule ღვინის დასაყენებლად გადამწიფებულ ბანანს იყენებს, რაც, ფერმერების განცხადებით,…

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 000 ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფრომაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37%-იანი ზრდა შეადგინა.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!