დედაქალაქში 2024 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში 215 კონტროლიორი იყო დასაქმებული, -თბილისის მერია.
მერიაში განმარტავენ, რომ ამავე პერიოდში კონტროლიორების შრომის ანაზღაურებაზე 2 127 332 ლარი გაიცა. შესაბამისად, გამოდის, რომ ერთი კონტროლიორის თვიური ანაზღაურება შესრულებული სამუშაოსთვის საშუალოდ 1 979 ლარის ფარგლებშია.
ხუთ თვეში 215-მა კონტროლიორმა ჯამში 42 761 ელექტრონული საჯარიმო ქვითარი დაწერა. დედაქალაქის მერიის ცნობით, ჯამში იანვრიდან მაისის ჩათვლით გამოწერილი ჯარიმების ოდენობამ 855 220 ლარი