დღის სიახლეებისიახლეები

2024 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოში მოქმედი სუპერმარკეტების ქსელების რეიტინგი

0
გაზიარება

TBC Capital-ი FMCG სექტორის-სწრაფად მოხმარებადი საქონლით ვაჭრობის სექტორის მიმოხილვას აქვეყნებს, რომელიც ბაზრის წამყვანი მოთამაშეების პოზიციების შესახებაც მოიცავს ინფორმაციას.

TBC Capital-ის შეფასებით, 2024 წლის მაისის მდგომარეობით, ბაზრის მთავარი მოთამაშე ნიკორაა, რომლის წილიც ორგანიზებული ბაზრის სეგმენტზე 18.9%-ს შეადგენს, მეორე პოზიცია უჭირავს ორ ნაბიჯს 18.8%-იანი წილით, ხოლო მესამე პოზიცია კარფურს 13.6%-ით.

TBC Capital-ის მიმოხილვის მიხედვით, თბილისის ბაზარზე ორგანიზებული ქსელების გაყიდვები მთლიანად სწრაფად მოხმარებადი საქონლით ვაჭრობის სექტორის 57%-ს შეადგენს, შესაბამისად სუპერმარკეტების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია დედაქალაქშია. დასავლეთ საქართველოში ორგანიზებული (ქსელური სექტორის) წილია 39%, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 18%.

2024 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოში მოქმედი სუპერმარკეტების ქსელების რეიტინგი – TBC Capital-ის მიმოხილვით:

  1. ნიკორა – 18.9%;
  2. ორი ნაბიჯი – 18.8%;
  3. კარფური – 13.6%;
  4. სპარი – 13%;
  5. მაგნიტი – 9.7%;
  6. დეილი – 4.8%;
  7. აგროჰაბი – 4.4%;
  8. გუდვილი – 4%;
  9. გვირილა – 2.9%;
  10. უნივერსამი – 2.8%;
  11. ფრესკო – 2.1%;
  12. ექსპრეს ქსელი – 1.4%;
  13. ზღაპარი – 1.4%;
  14. მადაგონი – 1.2%;
  15. ევროპროდუქტი – 1.2%;
  16. სმარტი – 0.8%.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!