დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

ნეირო მარკეტინგის როლი ბიზნესში – გიორგი ტუღუშის ინტერვიუ Business Summit 2024 -ის შესახებ

0
გაზიარება

5 ივლისს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით Business Summit 2024 გაიმართა, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევდა, სხვადასხვა მიმართულებით სფეროს ლიდერებისგან ინოვაციური პროდუქტების, ახალი გამოწვევების, პირადი გამოცდილებებისა და სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ, დასწრებოდნენ მასტერკლასებსა და მონაწილეობა მიეღოთ გამოფენა-გაყიდვაში.

Business Summit 2024 -ის ერთ-ერთი გამორჩეული სპიკერი, მარკეტინგის საერთაშორისო ლექტორი – გიორგი ტუღუში იყო, რომელმაც დელეგატებს მარკეტინგის მიმართულებით, ნეირო მარკეტინგის როლზე ესაუბრა თანამედროვე ბიზნესში, თუ რა გამოწვევებს აწყდებიან კომპანიები მარკეტინგის სტრატეგიების მიმართულებით და ამავე დროს რა საინტერესო სიახლეები იქნება დანერგილი სხვადასხვა დროს. ტუღუშის თქმით მსგავსი შეხვედრები ეხმარება სფეროს წარმომადგენლებს წარმატებული ბიზნესები შექმნასა და ახალი, თანამედროვე ტენდენციების გაცნობაში

,,ძალიან საინტერესო ღონისძიება გამოვიდა, სადაც ვისაუბრე მარკეტინგის მიმართულებით, ნეირომარკეტინგის როლი თანამედროვე ბიზნესში, რა გამოწვევებს აწყდებიან კომპანიები მარკეტინგის სტრატეგიების მიმართულებით და ამავე დროს რა საინტერესო სიახლეები იქნება დანერგილი სხვადასხვა დროს.
ვფიქრობ მსგავსი ტიპის ღონისძიებები მრავლად უნდა გაიმართო ჩვენს ქვეყანაში, რადგან ასეთი ტიპის სიახლეები გვეხმარება წარმატებული ბიზნესები შექმნან და ახალი, თანამედროვე ტენდენციების გაცნობა მოხდეს”- განაცხადა გიორგი ტუღუშმა

ინფორმაციისთვის: Business Summit 2024-ის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მოწვეული დელეგატების უმრავლესობას წარმოადგენდა, საქართველოში არსებული მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესების დამფუძნებლები და ტოპ მენეჯერები, ხოლო სამიტის მიზანს:  ერთიანი სპეციალური საკომუნიკაციო სივრცის შექმნა, ქვეყანაში ახალი/ინოვაციური ბიზნეს კომპანიებთან კომუნიკაცია და მათი წარდგენა ასოციაციის წევრებისთვის.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა 4 პანელისგან შედგებოდა:

პირველი პანელი – როგორ შევქმნათ წარმატებული ბრენდი?

მეორე პანელი – ხელოვნური ინეტელექტი ახალი შესაძლებლობა წარმატებული ბრენდის შესაქმენლად;

მესამე პანელი – B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიების წარდგენები;

მეოთხე პანელი: პიარი, მარკეტინგი, გაყიდვები, HR, ლიდერობა

მსგავსი სიახლეები

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

საქართველოში საშუალო ხელფასი 200 ლარით გაიზარდა და 2 ათას ლარს აჭარბებს – „საქსტატი“

2024 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.1 პროცენტით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური…

4 სფერო, სადაც საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასებია

2024 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.1 პროცენტით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული…

საერთაშორისო სემინარი “კეთილდღეობა სკოლებში” – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა eTwinning -ის ფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო სემინარი "კეთილდღეობა სკოლებში". სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და ევროპის 14…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!