მსოფლიოს გარშემო ბევრი უცნაური სასტუმრო არსებობს.
მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო სასტუმრო:
The Boot Bed’n’Breakfast, ახალი ზელანდია
სასტუმრო-ჩექმა – ორ-სართულიანი კოტეჯი, რომელსაც ჩექმის ფორმა აქვს. ის ტასმანის რეგიონის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და მხოლოდ ორ ადამიანს იტევს. აქ არის შიდა პატარა ეზო ბაღით, შეზლონგები და სავახშმო ზონა სუფთა ჰაერზე.
Das Park, ავსტრია
სასტუმროში თითოეული ნომრის ფართობი, რომელსაც საკანალიზაციო მილების ფორმა აქვს, 2 კვ.მ-ს არ აღემატება. შესაბამისად, ნომერში მხოლოდ ერთი ორ-ადგილიანი საწოლი, ტუმბო და სანათი ეტევა.
CasAnus, ბელგია
ანტვერპენიდან არც ისე შორს, ქალაქ სტეკენში მდებარეობს, რომლის არქიტექტურა და დიზაინი ადამიანის მსხვილ ნაწლავს ჰგავს. ნომერში კი მხოლოდ საწოლი, მცირე ზომის აბაზანა და გათბობა დაგხვდებათ.
The Icehotel, შვედეთი
უნიკალური სასტუმრო, რომელიც მთლიანად ყინულისგან არის შექმნილი. ყოველ წელს მას თავიდან აშენებენ, რადგან აპრილში ყინული დნება. ნომერში ჰაერის ტემპერატურა -4-დან -8 გრადუსამდე მერყეობს. გასათბობად კი შეგიძლიათ სასტუმროს საუნას მიმართოთ.
Jumbo Stay, შვედეთი
სასტუმრო ყოფილი ავიალაინერის, ბოინგ 747-ის კორპუსში მდებარეობს, რომელიც სტოკჰოლმის აეროპორტის მახლობლად მდებარეობს.
სასტუმროს ნომერში დაბინავების შემთხევვაში შეგიძლიათ პირადი ან საერთო აბაზანით ისარგებლოთ. ავიალაინერის ფრთაში განთავსებულია საერთო აივანი. ყველა ნომერში დამონტაჟებულია ეკრანი, საიდანაც თვითმფრინავების აფრენა-დაფრენას შეგიძლიათ უყუროთ.
Crane Hotel Faralda, ნიდერლანდები
სასტუმრო ყოფილ საპორტო ამწეზე, 50 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. აქ დაგხვდებათ ლუქს-ნომრები ტროპიკული აბაზანით. ამავე სიმაღლეზე აუზზე ბანაობასაც შეძლებთ.
Treehotel, შვედეთი
საუკეთესო ვარიანტია, თუ ბავშვობის ოცნების განხორციელება ვერ შეძელით: ხეზე ცხოვრება სრულ კომფორტში. სასტუმროში სულ 5 ნომერია, თითოეულს ორიგინალური დიზაინი და გაფორმება აქვს. თითოეულ მათგანში 2-4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.
The Hobbit motel, ახალი ზელანდია
„ბეჭდების მბრძანებლების“ თაყვანისმცემლებისთვის ეს სასტუმრო ნამდვილი აღმოჩენაა, რადგან მასში ცხოვრებით შესაძლებლობა გექნებათ, თავი ჰობიტად იგრძნოთ. სასტუმრო თემატურ პარკში „ვუდლინში“ მდებარეობს და თითოეულ ნომერში კომფორტისთვის ყველა საჭირო ატრიბუტი შეგხვდებათ.
The Muraka, მალდივები
მსოფლიოში რამდენიმე წყალქვეშა სასტუმროა, თუმცა ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია. ორდონიანი ვილა ინდოეთის ოკეანეში, 5 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. გასაკვირი არ არის, რომ სასტუმრო ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია მთელს მსოფლიოში.
Grand Canyon Caverns Suite, აშშ
ექსკლუზიური ლუქსი 22-ე სართულზე, მაგრამ მიწისქვეშ! იგი მდებარეობს გამოქვაბულში, რომელიც 65 მილიონ წელზე მეტი ხნისაა. მასში არის ორი საწოლი, RV სტილის აბაზანა, სამზარეულო და მისაღები ოთახი ტელევიზორით.