აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გადასახადების ნაწილი გაძვირდა, ნაწილი კი გაიაფდა ან უცვლელი დარჩა. საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში წლიურად ყველაზე მეტად ავტომობილის რეცხვის გადასახადი გაძვირდა და ზრდამ 16.26% შეადგინა.
ამავე მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად, 39.9%-ით შემცირდა ინტერნეტის გადასახადი.
გადასახადები, რომლებიც აგვისტოში წლიურად გაიზარდა:
- წყლის გადასახადი – 0.1%-იანი ზრდა;
- ავტომობილების რეცხვა – 16.26%-იანი ზრდა;
- საბავშვო ბაღის გადასახადი – 5.89%-იანი ზრდა;
- სკოლა ლიცეუმის გადასახდელი – 5.03%-იანი ზრდა;
- უმაღლესი სასწავლებლის გადასახადი – 0.25%-იანი ზრდა.
აგვისტოში წლიურად შემცირებული გადასახადები:
- დენი – 13.2%-იანი შემცირება;
- ინტერნეტი – 39.9%-იანი კლება;
აგვისტოში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით უცვლელი დარჩენილი გადასახადები:
- სანოტარო გადასახადი;
- საკაბელო ტელევიზიის გადასახადი;
- ტელეფონის სააბონენტო გადასახდელი;
- ნაგვის გატანის გადასახადი;
- მობილური ტელეფონის მომსახურება.