დღეს, 10 სექტემბრს, მეორე ლიგის ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა ტირანას 22-ათასიან „აირ ალბანიაზე“ საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება.
სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 177.55 მლნ ევროს შეადგენს, ალბანეთის ნაკრების ფასი კი 104.80 მლნ ევროა.
ყველაზე ძვირად ღირებული 5 ფეხბურთელი:
საქართველოს ნაკრები:
- ხვიჩა კვარაცხელია – 80 მლნ ევრო;
- გიორგი მამარდაშვილი – 45 მლნ ევრო;
- გიორგი მიქაუტაძე – 20 მლნ ევრო;
- ოთარ კიტეიშვილი – 5 მლნ ევრო;
- ირაკლი აზაროვი – 3 მლნ ევრო.
ალბანეთის ნაკრები:
- არმანდო ბროჟა – 22 მლნ ევრო;
- კრისტიან ასლანი – 18 მლნ ევრო;
- ბერატ ჯიმსიტი – 10 მლნ ევრო;
- მირტო უზუნი – 8 მლნ ევრო;
- რეი მანაჯი – 5 მლნ ევრო.