დღის სიახლეებისიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 000 ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული

0
გაზიარება

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფრომაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37%-იანი ზრდა შეადგინა.

სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო. აქტიური პოპულარიზაციის კამპანია მიმდინარე წელსაც გრძელდება.

კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის ჟურნალისტები, ბლოგერები და სომელიეები სტუმრობდნენ. ოთხი დღის განმავლობაში, სტუმრები ქართლსა და კახეთში ქართული ღვინის მწარმოებელ 10-ზე მეტ კომპანიასა და მარანს ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო.

ჯგუფის შემადგენლობაში ცნობილი ინფლუესერი და სომელიე ტონი ასკიტისი (Toni Askitis) იყო, რომელიც საკუთარ პოპულარულ არხზე #Asktoni ღვინის სფეროს სიახლეებს და ტენდენციებს გადმოსცემს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში, გერმანიის ქალაქ დუსელდორფში გამართული, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენის ProWein Dusseldorf ფარგლებში, ტონი ასკიტისმა სამი პროფესიული პრეზენტაცია-დეგუსტაცია „ქართული ღვინის დღე“ გამართა. ტონი ასკიტისი ქართული ღვინოების მრავალფეროვნებაზე საუბრობს და ქვევრის ღვინის უნიკალურობას უსვამს ხაზს.

ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!