დიზაინიდღის სიახლეებისიახლეები

კონკურსში – „შემოქმედებითი თბილისი“ განაცხადების მიღება დაიწყო

0
გაზიარება

თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში – „შემოქმედებითი თბილისი“ განაცხადების მიღება დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კონკურსი მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამისთვის -„შემოქმედებითი თბილისი“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ტარდება.

„კონკურსის მიზანი დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზებაა. კონკურსის მიმართულებებია: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, ასევე, ვიზუალური ხელოვნება (ინსტალაცია, მხატვრობა, ფოტოგრაფია და სხვა).

2021 წელს თბილისი გახდა UNESCO-ს „შემოქმედებითი ქალაქების ქსელის“ (UCCN) წევრი მედია-არტის მიმართულებით, რაც ახალ შესაძლებლობას აძლევს ამ სფეროში დასაქმებულ ხელოვანებსა და ორგანიზაციებს, როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო მასშტაბით. ამ მოვლენამ ასახვა ჰპოვა 2022 წლის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კონკურსში – „შემოქმედებითი თბილისი“ და გაჩნდა ახალი, პრიორიტეტული მიმართულება – მედია არტი, რომელიც თავის მხრივ, ბევრ აქტუალურ მიმდინარეობას მოიცავს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს. „შემოქმედებით თბილისში“ მონაწილეობის მისაღებად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერაა აუცილებელი.

პროექტის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.culture.tbilisi.gov.ge.

საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 16 მარტი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!