ფინანსებიდღის სიახლეებიზოგადი განათლებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

რა არის ფინანსური სტაბილურობა

0
გაზიარება

ფინანსური სტაბილურობა გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, როდესაც ფინანსურ სისტემას შესწევს უნარი ბაზრის მონაწილეებს მიაწოდოს მომსახურება როგორც კარგ, ასევე სტრესის პირობებში. ფინანსური სტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორია. ამდენად, ფინანსური სტაბილურობა და მისი ანალიზი ცენტრალური ბანკებისა და ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ინსტიტუტებისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

საქართველოში ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა. შესაბამისი რისკების გამოვლენის, შეფასებისა და მონიტორინგის გზით ეროვნული ბანკი შეიმუშავებს საპასუხო პოლიტიკას ამ რისკების შემცირებისთვის. აღნიშნულ პროცესში ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებითა და “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონით. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ფინანსური სექტორის გამჭვირვალობას და მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვას.

ფინანსური სტაბილურობა ითვალისწინებს ფინანსური სისტემის მიერ ეკონომიკის გრძელვადიანი, მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ამისათვის საჭიროა ფინანსური შუამავლობის და საბაზრო ინფრასტრუქტურის (საგადახდო სისტემების) ეფექტიანი ფუნქციონირება, ფინანსური სისტემის მდგრადობა შოკების მიმართ და სისტემური რისკების შემცირება. ფინანსური სტაბილურობა ასევე გულისხმობს ფინანსური სექტორის განვითარებას და ფინანსური ბაზრების გაღრმავებას.

ეფექტიანი ფინანსური შუამავლობის პირობებში, დეპოზიტების მოზიდვა და სესხების გაცემა სისტემური შეფერხების გარეშე ხორციელდება. ასევე, ოპტიმალურია ფინანსური რისკების შეფასება, ფასში ასახვა და გადანაწილება, ხოლო რეგულირების ტვირთი არ აღემატება რისკების მატერიალიზაციის შემთხვევაში გაწეულ ეკონომიკურ და სოციალურ დანახარჯს.

ფინანსური სისტემის მდგრადობა გულისხმობს, რომ ფინანსური სისტემა უნდა ინარჩუნებდეს ეფექტიანობას შოკისა და სტრესის პირობებში. თუმცა, მდგრადი ფინანსური სისტემა არ გამორიცხავს ფინანსურ სირთულეებს რომელიმე ცალკე აღებულ  ინსტიტუტში.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!