უმაღლესი განათლებაგანათლებადღის სიახლეებიპროფესიული განათლებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

უმაღლესი განათლების სისტემა საქართველოში

0
გაზიარება

საქართველოში უმაღლესი განათლება რეგულირდება: საქართველოს კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“; „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ და სხვა კანონქვემდებარე აქტებით. 
საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა სამსაფეხურიანია და ხორციელდება უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებია: 
ა) კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის – ბაკალავრიატის- საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს; 
ბ) სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს მეორე საფეხურის – მაგისტრატურის – საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს; 
გ) უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევებს. 
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება იყოს როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირი. 
რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ აკრედიტაციის მიღების შემთხვევაში. 
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები აღწერილია ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემით. 
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველ საფეხურზე – ბაკალავრიატზე – სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდები. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შეიმუშაოს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს.
დამოუკიდებელი საგანმანათლებლო პროგრამის სახით ხორციელდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში, მოიცავს 60 კრედიტს. კურსდამთავრებულზე გაიცემა საგნის ან საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საგნობრივი გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. 
დამოუკიდებელი საგანმანათლებლო პროგრამის სახით ხორციელდება ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში, მოიცავს 60 კრედიტს. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ვეტერინარიის ბაკალავრის ხარისხი. კურსდამთავრებულზე გაიცემა ვეტერინარის სერტიფიკატი. ვეტერინარის სერთიფიკატის მფლობელს შეუძლია სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე (დოქტორანტურაში) შესაბამისი მიმართულებით. 
დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა არის 360-კრედიტიანი, ხოლო დიპლომირებული სტომატოლოგის/ვეტერინარის/მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამა – 300 -კრედიტიანი. 
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მეორე საფეხურზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. მიღების წინაპირობაა სამაგისტრო გამოცდები. მიღების დამატებითი პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შეიმუშაოს  მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მესამე საფეხურზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. მიღების წინაპირობა განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი და მისი სასწავლო კომპონენტი მოიცავს არაუმეტეს 60 კრედიტს. 

2020 წლის ნოემბრისათვის საქართველოში ავტორიზებული უმაღლსი საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობაა 63. 

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!