ჟურნალმა “ფორბსმა” პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი უკვე 36-ედ შეადგინა. დედამიწას ახლა უკვე 2668 აღიარებული მილიარდერი ჰყავს, 87-ით მეტი 2021 წელთან შედარებით. მილიარდერები ჯამში 12.7 ტრილიონი დოლარის ქონებას ფლობენ. 400 მილიონით ნაკლებს 2021 წელთან შედარებით.
რაც შეეხება ქართველებს, ფორბსის უმდიდრესი ადამიანების განახლებულ სიაში მხოლოდ 2 ქართველია – ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ ლომთაძე.
ფორბსის შეფასებით, ივანიშვილი 4.8 მილიარდის ქონებას ფლობს. მიხეილ ლომთაძის ქონება კი1.9 მილიარდი დოლარია.