სტარტაპებიRSS კატეგორიააქსესუარებიდღის სიახლეები

Ollivander’s Store : “ჩვენ ვასრულებთ პოტერჰედთა ოცნებებს”

0
გაზიარება

ოლივანდერის ჯადოსნური ნივთების მაღაზიის ისტორია 2015 წელს დაიწყო, რაც ყველა პოტერჰედის ოცნებას წარმოადგენდა – შექმნილიყო  ჰარი პოტერის მაღაზია საქართველოში. ასეთი მაღაზია სტარტაპის სახით შეიქმნა და დღეს ჰარი პოტერისა და ჯადოსნური სამყაროს ყველა მოყვარულს კიდევ უფრო მეტად აახლოვებს.

2015 წლიდან დღემდე, “ოლივანდერის მაღაზია” წარმატებით ასრულებს თავის მისიას- “ჩვენ ვასრულებთ პოტერჰედთა ოცნებებს!”

მაღაზია თანამშრომლობს ჰარი პოტერის პროდუქციის თითქმის ყველა ლიცენზირებულ მწარმოებელთან. კომპანიას მწარმოებელთა უმრავლესობისგან ბრენდის საქართველოში წარმომადგენლობის უფლებაც აქვს მინიჭებული.

2017 წელს კი, “ოლივანდერის მაღაზიის” მფლობელი კომპანია OllivanderGroup გახდა საქართველოს ტერიტორიაზე “ჰარი პოტერის” ექსკლუზიური ლიცენზიატი.

OllivanderGroup-ში ერთიანდებიან “ოლივანდერის მაღაზია” და “სუპერგმირების მაღაზია”.  სუპერგმირების მაღაზიის საქმიანობის სფერო ჰარი პოტერის პროდუქციის გარდა, სხვა ფილმებთან და ანიმაციებთან დაკავშირებული პროდუქციის იმპორტს და რეალიზაციას წარმოადგენს.

OllivanderGroup-ის ოპერირების მთავარი პრინციპებს მომხმარებელზე ორიენტირებულობა და საუკეთესო სერვისის მიწოდება წარმოადგენს. 

No photo description available.
May be an image of indoor

მსგავსი სიახლეები

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 807.7 მლნ დოლარს მიაღწია

2024 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ადმინისტრაციის ცნობით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან…

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დამტკიცდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცა, ამის შესახებ დადგენილება 17 აპრილს გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული…

1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, ხოლო 1კგ ახალი ქართული კარტოფილი 8-10 ლარის ფარგლებში მერყეობს

ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ახალი კარტოფილი და ალუჩა უკვე შემოვიდა. 1 კგ ქართული წარმოების ალუჩა მარკეტებში 35-40 ლარი ღირს, რაც შეეხება ბაზარს, აქ 1 კგ-ს ფასი მაქსიმუმ 10-13 ლარს შეადგენს. ახალი ქართული კარტოფილი,…

მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად ლისაბონი აღიარეს

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ინფორმაცია VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია. კვლევის ავტორები წერენ,…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!