სტაბილური შემოსავლის წყაროს ძიებაზე მიმართული ფიქრი, ძალიან ხშირად, საკუთარი საქმიანობის დაწყებისკენ გვიბიძგებს ხოლმე. ზოგჯერ, ახალი იდეა გვაფიქრდება, ან არსებული იდეის გადაკეთებას გადავწყვეტთ და ასე იბადება საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის დაწყების იდეა. ამ დროს კი მეტად მნიშვნელოვანია დროის შერჩევა – როდის დავიწყოთ იგი. საკუთარი ბიზნესის დაწყება ყოველთვის შეიძლება, თუნდაც პენსიაზე გასვლის დადგომის პერიოდისათვის, მთავარია თქვენ თავს თვლიდეთ მომზადებულად. მიუხედავად იმისა, ბიზნეს-იდეის გაჩენის მომენტისათვის სად მუშაობთ, რა საქმიანობას ეწევით და მოგწონთ თუ არა ეს საქმიანობა. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ უმეტეს შემთხვევაში საკუთარ ბიზნესს იწყებენ: სასწავლებელში სწავლის ან მისი დასრულების შემდეგ პერიოდში, ან სხვა სამუშაოზე მუშაობის დროს.
წარმატებული ბიზნესის დაწყებისთვის მნიშვნელოვანია იდეა.
- აირჩიეთ იდეა იმის მიხედვით თუ რისი კეთება გიყვართ.
- ააწყვეთ იდეა თქვენს ძლიერ მხარეებზე.
- გაითვალისწინეთ ფინანსური მდგომარეობა, სხვა საჭირო რესურსები და ამ რესურსების მოპოვების შესაძლებლობები.
- იფიქრეთ პროდუქტზე/სერვისზე, რომელიც საზოგადოების მოთხოვნას აკმაყოფილებს.
- შეხედეთ ფრანჩაიზს, როგორც ბიზნეს იდეას.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ბიზნესის დაწყებისას არის სახელის შერჩევა.
- მომგებიანი ბიზნეს-სახელი უნდა იყოს დასამახსოვრებელი და მარტივი. პოტენციურმა მომხმარებლებმა და კლიენტებმა ადვილად უნდა დაიმახსოვრონ კომპანიის სახელი, რომელიც უნდა იყოს უნიკალური, მაგრამ ადვილად გამოსათქმელი.
- მომგებიანი ბიზნეს-სახელი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შენი ბიზნესის შესახებ. სახელი უნდა შეიცავდეს ისეთ ელემენტს, რომელიც მომხმარებელს მიაწვდის ინფორმაციას ბიზნესის საქმიანობის შესახებ ასევე უნდა იფიქროთ, რომ შენი ბიზნესი შეიძლება გახდეს საერთაშორისო, ამიტომ სახელი უნდა აარჩიოთ ისე, რომ ადვილად ითარგმნოს სხვა ენაზე და ამავე დროს არ დაკარგოს მნიშვნელობა.
- მომგებიანი ბიზნეს-სახელი უნდა იყოს მოკლე. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ სახელი ადვილად დასამახსოვრებელი გახდეს მომხმარებლისთვის, გარდა ამისა, დაგეხმარებათ, კარგად გამოიყურებოდეს ბიზნეს ბარათზე, საიტზე, ბილბორდზე და ა.შ
ორგანიზაციის წარმატებისთვის საჭიროა ლოგოს სწორად შერჩევა. ლოგო მნიშვნელოვანია კომპანიის კორპორატიული იმიჯის შექმნაში. ის საკმაოდ დიდ შთაბეჭდილებას ქმნის ორგანიზაციაზე, რადგან ხშირად ეს არის ის, რასაც ხედავენ პოტენციური მომხმარებლები ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მიიღებენ კონკრეტული ორგანიზაციის სერვისით სარგებლობის გადაწყვეტილებას.
კარგი იქნება, თუ თქვენი ორგანიზაციის სახელით დარეგისტრირდებით სხვადასხვა სოციალურ ქსელში.
Facebook-ის, Linked-In-ის, Twitter-ისა თუ სხვა სოციალური ქსელების დიზაინი უნდა იყოს ორგანიზაციის ლოგოსა და ვებგვერდის ფერებში. გვერდი უნდა იყოს აქტიური, მუდმივად განახლებადი და უნდა აწვდიდეს მომხმარებელს სიახლეებს. მნიშვნელოვანია, რომ გამოყოფილი იყოს კომპეტენტური პირი, რომელიც მიმაგრებული იქნება სოციალური ქსელებზე, რადგან იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დაგიკავშირდებათ, ინტერაქტიულად მოხდეს მასთან ურთიერთობა.
შეგიძლიათ გამოიყენოთ Facebook-ads, რომელიც დაგეხმარებათ მოახდინოთ თქვენი ორგანიზაციის რეკლამირება მარტივად და შედარებით შეღავათიან ფასებში.
გახსოვდეთ, რომ ბიზნესის ფუნქციონირების თითოეულ ფაზაზე, ბიზნესის მფლობელს მრავალი საკითხის გათვალისწინება უწევს, მათ შორის: მომხმარებლების სეგმენტის, მათი მოთხოვნების, ბაზარზე არსებული კონკურენტების, კონკურენტების სტრატეგიის და სხვა მრავალი ფაქტორის, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოქმედებენ ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობაზე.